საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანური "ლევანტეს" ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი დღევანდელ, ჩეხეთთან გასამართ, დაპირისპირებას ეხმაურება.
"თითქოს დიდი დრო გავიდა, იმდენად ბედნიერებაა იმ ბიჭების, ჩემი მეგობრების ნახვა, ვისთან ერთადაც ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მაგარი წუთები გავატარე.
თუმცა, აუცილებლად უნდა დავივიწყოთ რაც გავაკეთეთ და ვიფიქროთ იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, რადგან ახალი შანსი ახალი შესაძლებლობაა, ხელახლა გავახაროთ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები
მთელი ყურადღება საქართველოს ნაკრებისკენ" - ვკითხულობთ ქოჩორაშვილის გამოქვეყნებულ პოსტში.