საქართველოს ეროვნული ნაკრები 2024/2025 წლების ერთა ლიგის ახალ ციკლს სექტემბერში დაიწყებს, პირველი ორი შეხვედრა კი ჩვენს გუნდს ჩეხეთთან და ალბანეთთან ელის.
ჩეხეთთან ვილი სანიოლის გუნდი სულ რაღაც 3 დღეში, 7 სექტემბერს ითამაშებს და შეეცდება, რომ B დივიზიონი ხმაურიანი გამარჯვებით დაიწყოს.
წესით, სანიოლმა ძირითად შემადგენლობაში ბევრი არაფერი არ უნდა შეცვალოს და თერთმეტეული გამოცდილი ფეხბურთელებით დააკომპლექტოს.
მოსალოდნელი XI
მამარდაშვილი, გველესიანი, კაშია, დვალი, წიტაიშვილი, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ჩაკვეტაძე, კაკაბაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე.