საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დღეიდან წლის ბოლო ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს.
ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში იძულებითი ცვლილებაა. მაროკოსთან შეხვედრაში ეროვნულ ნაკრებს ტრავმის გამო ნაპოლის ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის დინამოს წევრი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.
"კვარაცხელიას 4 დღის წინ ვესაუბრე. ის ნაკრებში გამოვიძახეთ, თუმცა მცირე პრობლემები ზურგზე კვლავ აქვს და უმჯობესია, დაისვენოს, რათა შემდეგი მატჩებისთვის ჩვეულ ფორმაში დაბრუნეს", - განაცხადა სანიოლმა.