"ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ.." - რატომ არ დაუძახეს ნაკრებში შენგელიას? » სპორტის ხაზი

"ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ.." - რატომ არ დაუძახეს ნაკრებში შენგელიას?

"ტელეფონზე დამირეკეს და მითხრეს, რომ.." - რატომ არ დაუძახეს ნაკრებში შენგელიას?
2-09-2024, 22:49
Aa Aa
გაზიარება:

იმის მიუხედავად, რომ ლევან შენგელიას ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრებში დიდი როლი აკისრია, ის უახლოესი 2 მატჩისთვის არ გამოიძახეს.

დღეს ქართულ მედიაში სწორედ ლევანის კომენტარი გავრცელდა, რომელმაც თქვა თუ რატომ არ დაუძახეს მას ეროვნულ გუნდში.

პირადად ვილი სანიოლთან არ მისაუბრია, თუმცა ნაკრებიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ პრაქტიკის არქონის გამო ეროვნულ გუნდში გამოძახების შანსი ცოტა იყო.

- თქვა ლევან შენგელიამ.

მაგალითისთვის, შეგახსენებთ, რომ ევროზე გასასვლელ საპლეიოფო მატჩებში ლევან შენგელია ორივე შემთხვევაში ძირითადში იდგა, როგორც ლუქსემბურგთან, ისე საბერძნეთთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი