'დღეს კვარაცხელია მარადონაზე მეტია' - დათო ტურაშვილმა მედიასთან ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა » სპორტის ხაზი

'დღეს კვარაცხელია მარადონაზე მეტია' - დათო ტურაშვილმა მედიასთან ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა

'დღეს კვარაცხელია მარადონაზე მეტია' - დათო ტურაშვილმა მედიასთან ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
14-11-2022, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

დათო ტურაშვილმა გადაცემა “მე-17 სართულში” ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ქართველი მწერალი არველაძეებთან და ქართველ სტუდენტებთან ერთად ნეაპოლში იყო.

“იმ ქალაქში, სადაც მარადონას ტაძარია, სადაც მარადონა ყველგან არის და ღმერთია, მარადონაზე უფრო მეტი არის დღეს კვარაცხელია. ბოდიში დიეგოს სულთან, მაგრამ ეს ასეა. ყველაფრისადმი ჩნდება ინტერესი, რაც კი არის საქართველოსთან დაკავშირებული.

რამხელაა სიხარულია, უბრალოდ, გუშინ რექტორს შევხვდი, სიტყვა-სიტყვით გავიმერეობ, რაც თქვა:”რასაც დამავალებ, რასაც მიბრძანებთ, მთხოვთ, ყველაფერს გავაკეთებ ხვიჩა კვარაცხელიას ქვეყნისთვის განათლების მიმართულებით”. ეს თქვა მსოფლიოს უდიდესი და უძველესი უნივერსიტეტის რექტორმა. კვარა დღესასწაულია” - თქვა ტურაშვილმა.


შეგახსენებთ იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი 'ნაპოლის' მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი