ქართველი მწერალი, დათო ტურაშვილი "ნაპოლიში" 21 წლის შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სტარტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"ყველაზე სასოწარკვეთილ, პესიმისტურ, ხელჩაქნეულ საქართველოს იმედი გაუჩინა და სიხარული მოუტანა. მე მაგალითად ბავშვობაში დამაბრუნა. ვინც მეგრული იცის, ხვიჩა ნიშნავს კაშკაშა ვარსკვლავს და ეს ბიჭი მართლა ყველაფერში ამ საოცარი ფუნქციის შემსრულებელი აღმოჩნდა." - თქვა ტურაშვილმა.
მოგახსენებთ იმასაც, რომ კვარაცხელიას 38 მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. ქართველი ამ მონაცემებით თვით მესისაც უსწრებს (32 მატჩი).