უარი 12 მილიონიან კონტრაქტზე - რომელი გუნდები გაისტუმრა კიტეიშვილმა უარით » სპორტის ხაზი

უარი 12 მილიონიან კონტრაქტზე - რომელი გუნდები გაისტუმრა კიტეიშვილმა უარით

უარი 12 მილიონიან კონტრაქტზე - რომელი გუნდები გაისტუმრა კიტეიშვილმა უარით
2-09-2024, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

ოთარ კიტეიშვილს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კარიერის ახალ ქვეყანაში გაგრძელების რამდენიმე სარფიანი ვარიანტი ჰქონდა - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"ყველაზე დიდი წინადადება იყო ყატარიდან - ალ არაბი ფეხბურთელს 3-წლიან კონტრაქტს და წლიურ 4-მილიონიან ხელფასს სთავაზობდა. კიტემ 12 მილიონიან ხელშეკრულებაზე უარი თქვა.

მოსკოვის დინამო მზად იყო, ფეხბურთელისთვის თვიური ხელფასი 200,000 ევრო გადაეხადა. კიტეიშვილმა წლიურ 2.5-მილიონიან კონტრაქტზე უარი თქვა.

ბუნდესლიგიდან იყო უნიონ ბერლინის და აუგსბურგის ვარიანტი, თუმცა მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმდნენ. ვერცერთი გერმანული კლუბი ოთარ კიტეიშვილს ვერ სთავაზობდა იმ რაოდენობის ხელფასსაც, რასაც ფეხბურთელი გრაცის შტურმში იღებს.

ოთარ კიტეიშვილისთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესში გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტორი, რომ გრაცის შტურმთან ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და დაუპირისპირდება ლაიფციგს, დორტმუნდს, ატალანტას, ლილს, ხირონას, სპორტინგს, ბრესტსა და ბრიუგეს
", - წერს Geo Team.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი