ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ივარჯიშა - ვინ შეცვალა ნაკრებში გამოძახებული გოგლიჩიძე? » სპორტის ხაზი

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ივარჯიშა - ვინ შეცვალა ნაკრებში გამოძახებული გოგლიჩიძე?

ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბათუმში ივარჯიშა - ვინ შეცვალა ნაკრებში გამოძახებული გოგლიჩიძე?
2-09-2024, 01:37
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სექტემბერში გასამართი ორი შეხვედრისთვის, მოლდოვასა და ნიდერლანდების წინააღმდეგ, ემზადება.

"საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, შემოდგომის სანაკრებო ციკლს, 5 სექტემბერს, მოლდოვის ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გასამართი მატჩით დაიწყებს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფური ეტაპის შეხვედრას, ბათუმის აჭარაბეთ არენა უმასპინძლებს.

რამაზ სვანაძის გუნდმა, დღეს, ბათუმში, ტექნიკური ცენტრის მოედანზე არასრული შემადგენლობით ივარჯიშა. ლეგიონერები - გიორგი კვერნაძე, საბა საზონოვი და ლუკა გაგნიძე, გუნდს ხვალ შემოუერთდებიან. ასევე, იტალიური ემოპოლის მცველს - საბა გოგლიჩიძეს, რომელიც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, 21-წლამდელთა შემადგენლობაში თელავის წევრი - დავით გოგოტიშვილი შეცვლის, რომელიც თანაგუნდელი - ლადო ოდიშვილის მსგავსად, ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად არის გამოძახებული.

21-წლამდელთა მიმდინარე შეკრებას, დისციპლინარული სანქციის გამო - უკრაინული პოლისია ჟიტომირის მცველი - გიორგი მაისურაძე (გაძევება) გამოტოვებს. ტრავმის გამო კი გუნდს - ლუკა სალუქვაძე (დინამო თბილისი) და გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია) ვერ დაეხმარებიან.

ბათუმის შემდეგ, რამაზ სვანაძის გუნდი ნიდერლანდებში გაემგზავრება, სადაც 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, ვენლოში, ადგილობრივი ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენ გუნდს, გასული ექვსი ტურის შემდეგ, ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზე იმყოფება. 10 ქულით შვედეთი მესამე ადგილს იკავებს, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს."
- ვკითხულობთ ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი