"ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა" - გიგა ოჩხიკიძის ემოციები ყველაფრის შემდგომ » სპორტის ხაზი

"ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა" - გიგა ოჩხიკიძის ემოციები ყველაფრის შემდგომ

"ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა" - გიგა ოჩხიკიძის ემოციები ყველაფრის შემდგომ
1-09-2024, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 1 სექტემბერს, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველი ოქროს მედალი ბირთვის კვრაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გიგა ოჩხიკიძემ მოუტანა და მსოფლიო რეკორდიც გააუმჯობესა. გარკვეული უსიამოვნების შემდეგ, როცა გიგას ოქრო და რეკორდი გაუუქმეს, საბოლოოდ სამართალმა მაინც იზეიმა, ქართულმა მხარემ გადაწყვეტილება გაასაჩივრა და ოქროც და რეკორდიც ოჩხიკიძის სასარგებლოდ დარჩა.

"მადლობა პირველ რიგში მოლოცვისთვის. ახლა ვერანაირ ემოციებს ვერ გადმოგცემთ. აზრზე ჯერ კიდევ ვერ მოვედი. საოცარი ემოციებია!
ერთი რაც ვიცი ისაა, რომ ოქროს მედალი, მსოფლიო რეკორდი და პარალიმპიური რეკორდი მოდის საქართველოში. ღმერთს მადლობა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა. ჩვენ ამაში ჩვენი მაქსიმუმი ჩავდეთ და შედეგიც არის!"
- თქვა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პირველ არხთან ინტერვიუში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი