ასეთი რამ გაგონილა? - გიგა ოჩხიკიძეს მოგება გაუუქმეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს » სპორტის ხაზი

ასეთი რამ გაგონილა? - გიგა ოჩხიკიძეს მოგება გაუუქმეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს

ასეთი რამ გაგონილა? - გიგა ოჩხიკიძეს მოგება გაუუქმეს და ოქროს მედალი ჩამოართვეს
1-09-2024, 16:52
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა პარამძლეოსანმა, გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიურ თამაშებზე ბირთვის კვრაში ოქროს მედალი მოიგო, თუმცა ის ქართველს სულ ახლახანს ჩამოართვეს!

გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში 9.66 მეტრი დააფიქსირა და უახლოეს მდევარ მაროკოელს 0.22 მეტრით გაასწრო, რაც მაროკოელებმა გააპროტესტეს და როგორც ჩანს, მათ პროტესტს სასურველი შედეგიც მოჰყვა.

ვიდეოს გადახედვის შემდეგ, მსაჯებმა დაასკვნეს, რომ ოჩხიკიძემ აკრძალული მოძრაობა გამოიყენა, რის გამოც ქართველს ჩემპიონის სტატუსი და ოქროს მედალი ოფიციალურად ჩამოერთვა.

სამწუხაროდ, ქართველის მოპოვებული ჯილდო მაროკოელ განა აბდელილას გადეცემა, ხოლო თუ რას იზამს ქართული მხარე, ამას დრო გვიჩვენებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი