'კარგი იქნება ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში თუ დაგვიდგებიან' - ქართველი კალათბურთელებმა იტალიასთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს » სპორტის ხაზი

'კარგი იქნება ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში თუ დაგვიდგებიან' - ქართველი კალათბურთელებმა იტალიასთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს

'კარგი იქნება ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში თუ დაგვიდგებიან' - ქართველი კალათბურთელებმა იტალიასთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს
14-11-2022, 12:35
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ ისალანდიასთან გამარჯვების შემდეგ დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები იტალიას დაუპირისპირდება და მოგების შემთხვევაში მნიშვნელოვნად მიუახლოვდება მსოფლიო ჩემპიონატს.

ურთულესი შეხვედრის წინ ქართველი კალათბურთელებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს, სადაც გულშემატკივრების როლზე და ამ თამაშის მოგების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

გიორგი შერმადინი - "დავიწყებ იმით, რომ ისლანდიაში ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოვიგეთ, იტალიასთან კი ორმაგად მნიშვნელოვანი მატჩია. მეტოქეს ის შემადგენლობა არ ჰყავს, რომელიც წინა შეხვედრაში დაგვიპირისპირდა, თუმცა, მაინც იტალიაა. მსოფლიოს ჩემპიონატს ძალიან ცოტაღა გვაშორებს და მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. მართალია, ვარჯიშებისთვის მცირე დრო გვქონდა, თუმცა, იმედი მაქვს, რომ მომავალ მატჩს ყველანაირად მომზადებულები შევხვდებით. კარგი იქნება, თუკი დარბაზიც გაივსება და ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში დაგვიდგებიან”.

'კარგი იქნება ქომაგები ჩვეულად ომახიანად გვერდში თუ დაგვიდგებიან' - ქართველი კალათბურთელებმა იტალიასთან მატჩამდე მედიასთან კომენტარი გააკეთეს

გიორგი შერმადინის როლი იტალიასთან განსაკუთრებული იქნება

მიხეილ ბერიშვილი - "იტალია ძალიან ძლიერი ნაკრებია, თუმცა, შანსი გვაქვს, მათთან მოგებით მსოფლიოს ჩემპიონატს კიდევ უფრო მივუახლოვდეთ. ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია და გულშემატკივრებს დარბაზში მოსვლისკენ მოვუწოდებ, რადგანაც ბილეთები ჯერ კიდევ გაყიდვაშია. ისლანდიასთან მოგებით იმ ღამით ძალიან გავიხარეთ, თუმცა, უკვე სრულად იტალიასთან თამაშზე ვართ გადმორთულები. მათ რამდენიმე დღის წინ ესპანეთთან მხოლოდ ოვერტაიმში წააგეს და ცხადია, რომ ურთულესი მეტოქე იქნება."


ბერიშვილი გულშემატკივრებს აქტიურობისკენ მოუწოდებს

აქვე დავაფიქსირებთ, რომ დამარცხების შემთხვევაში შანსები ახლანდელზე მეტად არ შეგვიმცირდება. საქართველოს ნაკრებს ისტორიულ მიღწევამდე გასასვლელად იტალიის შემდეგ დარჩენილი ორივე მატჩი ექნება მოსაგები – ჰოლანდიაში და თბილისში ისლანდიასთან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი