იბერიის პრეზიდენტის სამადლობელი - როგორ ზრუნავს სანიოლი ქართულ კლუბებზე » სპორტის ხაზი

იბერიის პრეზიდენტის სამადლობელი - როგორ ზრუნავს სანიოლი ქართულ კლუბებზე

იბერიის პრეზიდენტის სამადლობელი - როგორ ზრუნავს სანიოლი ქართულ კლუბებზე
30-08-2024, 20:48
Aa Aa
გაზიარება:

თბილისური იბერიის პრეზიდენტი, ტარიელ ხეჩიკაშვილი ამავე კლუბის საფეხბურთო აკადემიის როლსა და მნიშვნელობაზე ეროვნულ ნაკრებთან ჭრილში საუბრობს.

კლუბებისთვის და ინვესტორებისთვის, რომლებიც ქართულ ფეხბურთში თანხის დაბანდებას აპირებენ, კარგი მაგალითია, რომ აქცენტი ქართველ ახალგაზრდებზე გააკეთონ. ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც შეიძლება ქართულ კლუბებს ჰქონდეთ ისაა, რომ ეროვნული ნაკრები ჩვენი აღსაზრდელებით გავაძლიეროთ და გულშემატკივრები გავახაროთ.

სასიამოვნოა, რომ ამ მიმართულებით „იბერია“ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავეა. ეს უცხოელებთან მოლაპარაკებისას ყველაზე ძლიერი არგუმენტია და აჩვენებს, კლუბი რამდენად გამართულად მუშაობს. ისინი პირველ რიგში აკადემიის მუშაობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აკვირდებიან, ჩვენი ფეხბურთელები საერთაშორისო სარბიელზე რამდენად წარმატებულნი არიან.

აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელები, ვინც ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული, „იბერიის“ ძლიერი მხარეა და ინვესტორებისთვის კლუბთან თანამშრომლობის სურვილს აძლიერებს. არასოდეს დამავიწყდება ის ბედნიერი წუთები, რომელიც გერმანიაში ერთად გამოვიარეთ. სრულიად უცნობი გულშემატკივრები მადლობას მიხდიდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ნაკრებში ჩვენი კლუბის ფეხბურთელები თამაშობდნენ.

ეს იმდენად პოზიტიური განცდაა, რომ ვერც ფინანსებში და სხვა ემოციებში ვერ გაცვლი. სასიხარულოა, რომ გულშემატკივრებთან ერთად, ამ წარმატების თანაზიარი ხარ. იმდენად დიდი სიამოვნებაა, რომ ღირს ამის გამო ნერვუიულობაც და წვალებაც. ამავე დროს, დამატებითი მოტივაციაა, რომ ქართული ფეხბურთისა და საქართველოს ნაკრების წარმატებისთვის კიდევ უფრო დავიხარჯოთ.

- თქვა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი