საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის 2024/2025 წლების ერთა ლიგის ციკლი 7 სექტემბერს დაიწყება, პირველი მატჩი კი ჩვენი გუნდისთვის ჩეხეთთან საშინაო კედლებში გაიმართება.
გარდა ჩეხეთისა, ვილი სანიოლის გუნდს კონკურენციის გაწევა უკრაინისთვის და ალბანეთისთვის მოუწევს. ერთი შეხედვით, ეს ჯგუფი დაუძლეველი არ არის და საქართველოს პირველ ადგილზე გასვლის საკმაოდ კარგი შანსები ექნება.
ჩვენი ჯგუფის შესახებ საკუთარი ვარაუდი ხორვატმა იუთუბერმა და საფეხბურთო ექსპერტმა, Hrvizak-მა გამოთქვა, რომელმაც აღნიშნული ქვეჯგუფი სენსაციურად ალბანეთს მოაგებინა.
აი, როგორია იუთუბერის სრული ვარაუდი:
1. ალბანეთი
2. უკრაინა
3. საქართველო
4. ჩეხეთი
როგორც ექსპერტი ამბობს, ეს ჯგუფი სენსაციასთან ახლოს იქნება, რასაც ან საქართველო, ან ალბანეთი შემოგვთავაზებს. ხორვატმა იუთუბერმა უპირატესობა ალბანელებს მიანიჭა, თუმცა ისიც არ გამორიცხა, რომ ანალოგიური საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმაც გააკეთოს.