ჩაკვეტაძემ მოედანი ტრამვის გამო დატოვა - იქნება თუ არა გიორგი მაროკოსთან მატში? » სპორტის ხაზი

ჩაკვეტაძემ მოედანი ტრამვის გამო დატოვა - იქნება თუ არა გიორგი მაროკოსთან მატში?

ჩაკვეტაძემ მოედანი ტრამვის გამო დატოვა - იქნება თუ არა გიორგი მაროკოსთან მატში?
13-11-2022, 23:39
Aa Aa
გაზიარება:

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის შეხვედრაში "სლოვანმა" შინ "რუჟომბეროკი" მიიღო და ანგარიშით 2:0 იმარჯვა.

აღნიშნულ მატჩში საქართველოს ნაკრებისა და "სლოვანის" 23 წლის ნახევარმცველმა, გიორგი ჩაკვეტაძემ ტრავმა მიიღო.

მატჩის 53-ე წუთზე გიორგი მეტოქე გუნდის მეკარეს შეეჯახა, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო და ვლადიმერ ვაისმა ის შეცვალა.

მთავარმა არბიტრმა ამ მომენტის შემდეგ თერთმეტმეტრიანი დანიშნა, თუმცა ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი გიორგის ჯამრთელობის მდგომარეობა იყო.

თუმცა, როგორ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, ჩაკვეტაძის ტრამვა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის მაროკოს წინააღდეგ ეროვნულ ნაკრებს დაეხმარება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი