როგორც უკვე მოგახსენეთ, დინამო თბილისი ნიკა კვეკვესკირის საქართველოში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს.
ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის ტრანსფერისთვის ბრძოლაში კიდევ ერთი ქართული გუნდი, გორის დილაც ჩაერთო - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.
"ჩვენი ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს უკვე დაუკავშირდა.
გორული კლუბის მფლობელები მზად არიან, მათი ხელმძღვანელობის ისტორიაში ნიკა კვეკვესკირს საუკეთესო პირობები შესთავაზონ.
რამდენიმე დღის წინ გაცნობეთ, რომ 32 წლის ნახევარმცველს დინამო თბილისიც დაუკავშირდა და კლუბი ფეხბურთელისგან პასუხს ორშაბათს ელოდა, თუმცა კვლავ არ მიუღია.
ნიკა კვეკვესკირი გორის დილაში 2014-15 წლებში თამაშობდა. სწორედ მაშინ, როცა გუნდი ბოლოს საქართველოს ჩემპიონი გახდა", - წერს Geo Team.