მანჩესტერ იუნაიტედი ამ სეზონისთვის სერიოზულად ემზადება. "წითელმა ეშმაკებმა" მანუელ უგარტეს სახით მორიგი ტრანსფერი განახორციელეს.
უგარტე აქამდე პარი სენ-ჟერმენის ფეხბურთელი გახდათ. ურუგვაელ ნახევარმცველში ინგლისურმა კლუბმა 50 მილიონი ევრო გადაიხადა.
მანჩესტერში მიაჩნიათ, რომ გუნდში კაზემიროს დრო უკვე დათვლილია, უგარტე კი სწორედ ბრაზილიელის მემკვიდრე უნდა იყოს.
ცნობისთვის, სამხრეთ ამერიკელ ნახევარმცველს პსჟ-ის გარდა სპორტინგში, ფამალიკაოში და ფენიქსში უთამაშია.