უცხოურ მედიაში რამდენიმე საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, სვენ-გორან ერიქსონი გარდაიცვალა.
ერიქსონი მძიმე დაავადებას ებრძოდა. მან თავისივე სიტყვებით თქვა, რომ პანკრეასის კიბოს გამო დიდი ხნის სიცოცხლე არ ჰქონდა დარჩენილი. ერიქსონი 76 წლის გახლდათ.
23 აგვისტოს ერიქსონზე ფილმი იქნა გადაღებული, რომელმაც ლეგენდარული ფიგურის გამოსამშვიდობებელი როლი მოირგო.
სვენ-გორან ერიქსონი ინგლისის ეროვნული ნაკრების გარდა მანჩესტერ სიტის, რომის ლაციოს და ლესტერს წვრთნიდა.