'თამაშის გმირი შენგელია იყო' - FIBA-მ ქართველი კალათბურთელი გამოარჩია » სპორტის ხაზი

'თამაშის გმირი შენგელია იყო' - FIBA-მ ქართველი კალათბურთელი გამოარჩია

'თამაშის გმირი შენგელია იყო' - FIBA-მ ქართველი კალათბურთელი გამოარჩია
13-11-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ფანჯრის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

"საქართველომ ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა მას მერე, რაც ისლანდიაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. თამაშის გმირი თორნიკე შენგელია იყო, რომელმაც 27 ქულას, 11 მოხსნა, 4 პასი და 1 დაფარება წაამატა”, - წერს ფიბა-ს ოფიციალური ვებ-გვერდი." - ვკითხულობთ ფიბა-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

'თამაშის გმირი შენგელია იყო' - FIBA-მ ქართველი კალათბურთელი გამოარჩია

თორნიკე სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სტუმრად ისლანდია 85:88 დაამარცხა. იმ შეხვედრაში ორივე ნაკრების მხრიდან პარკეტზე გამორჩეული ფიგურა თორნიკე შენგელია გახლდათ, რომელმაც ყველაზე მეტი ქულა დააგროვა.

აქვე მოგახსნებთ იმასაც, რომ ქართველი კალათბურთელები მომდევნო შეხვედრას იტალიელებთან 14 ნოემბერს თბილისში ჩაატარებენ. ბოლო დაპირისპირება ამ ორ ნაკრებს შორის იტალიის გამარჯვებით დასრულდა. (84:91)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.