შეთანხმებულია ბრაიტონიდან ბილი გილმორის ტრანსფერი. როგორც იტალიური მედია წერს, მომდევნო კვირის დასაწყისში შოტლანდიელმა სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და ხელშეკრულებას ხელს სწორედ ამის შემდეგ მოაწერს, შოტლანდიელისთვის "ბრაიტონი" 18 მილიონ ევრომდე მიიღებს.
დიდი შანსია, "იუნაიტედიდან" სკოტ მაკტომინეის ტრანსფერისაც. "ნაპოლის" ფსონი 25 მილიონი ევროა, ცნობილია, რომ მოლაპარაკებები კარგად მიმდინარეობს და დიდი ალბათობით მაკტომინეიც სულ მალე შეუერთდება ნეაპოლელებს.