"ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - რომან ფიფია შესაძლო ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - რომან ფიფია შესაძლო ტრანსფერზე

"ნაკრების ფეხბურთელთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს" - რომან ფიფია შესაძლო ტრანსფერზე
24-08-2024, 13:51
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ უკვე მოგახსენეთ, რომ უკლუბოდ დარჩენილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ნიკა კვეკვესკირი მოლაპარაკებებს დინამო თბილისთან მართავდა.

აღნიშნულზე კომენტარი Crystalsport-თან თავად კლუბის პრეზიდენტმაც გააკეთა და დაადასტურა, რომ ნაკრების მოთამაშესთან მოლაპარაკებებს მართავდა, თუმცა მისი სახელი არ დაუკონკრეტებია.

"კონკრეტულად სახელს და გვარს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელთან", - განაცხადა ფიფიამ.

ცნობისთვის, ნიკა კვეკვესკირი დინამო თბილისში 3 წლის განმავლობაში, 2011-2014 წლებში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი