ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დილეტა ლეოტამ, რომელიც ტელეკომპანია DAZN-ზე მუშაობს, ქართველ ფეხბურთელზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და განაცხადა.
"ვინ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება? ადვილი სათქმელია, ნაპოლის ფეხბურთელმა კვარაცხელიამ. მართლაც ფანტასტიკური ფეხბურთელია.
ლივერპულში ვიყავი ამ თამაშზე სამუშაოდ და იქ იყო ინგლისური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, ემილ ჰესკი, რომელიც საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.
ნაპოლი ძალიან კარგად თამაშობს, გუნდს ეტყობა ლუჩანო სპალეტის ქარიზმა და ხასიათი. მან გუნდს მენტალიტეტი ჩამოუყალიბა და როგორც ჩანს, გუნდი და მწვრთნელი სრულ ჰარმონიაში არიან." - თქვა დილეტამ.
შეგახსენებთ იმასაც, რომ სეზონის ხვიჩა კვარაცხელიას მონაგარი "ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირზე 8 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.