საუკეთესოთა შორის - რომელ ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2 - ის ბომბარდირთა დავაში? » სპორტის ხაზი

საუკეთესოთა შორის - რომელ ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2 - ის ბომბარდირთა დავაში?

საუკეთესოთა შორის - რომელ ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2 - ის ბომბარდირთა დავაში?
14-11-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა 2-ის მე-15 ტურში 'მეცი' 'პარიზს' დაუპირისპირდა და გამანადგურებელი ანგარიშით 4:1 იმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სტუმართა მაისურით სამი გოლის გატანა ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი მიქაუტაძემ მოახერხა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჰეთ-თრიქის შემდეგ 23 წლის ფორვარდს ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში სულ 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით გიორგი ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილიზეა.

მიქაუტაძის წინ მალელი ფეხბურთელი, იბრაჰიმ სისოლოა, რომლის ანგარიშზე 8 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა. რაც შეეხება ბომბარდირთა დავის ლიდერს, ეს 'სტ ეტიენის' ფორვარდი ჟან-ფილიპ კრასოა, რომლის მონაგარიც 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ამავე ჩემპიონატში ასპარეზობს კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ზურიკო დავითაშვილი. შემტევი 'ბორდოს' რიგებში ირიცხება და მას ამ სეზონში 1 გოლი და ამავე საგოლე გადაცემა აქვს მიწერილი.

საუკეთესოთა შორის - რომელ ადგილზეა გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2 - ის ბომბარდირთა დავაში?

მიქუატაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში მესამე ადგილზეა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი