უგუნდოდ ყოფის პერიოდი სრულდება - ნიკა კვეკვესკირის დამატებაზე ქართული გუნდი მუშაობს » სპორტის ხაზი

უგუნდოდ ყოფის პერიოდი სრულდება - ნიკა კვეკვესკირის დამატებაზე ქართული გუნდი მუშაობს

უგუნდოდ ყოფის პერიოდი სრულდება - ნიკა კვეკვესკირის დამატებაზე ქართული გუნდი მუშაობს
22-08-2024, 16:30
Aa Aa
გაზიარება:

დინამო თბილისი ნიკა კვეკვესკირის საქართველოში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

წყაროს მტკიცებით, ფეხბურთელს ქართული გუნდი ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ დაუკავშირდა, ისინი ძლიერ სურვილს გამოხატავენ ნიკა კვეკვესკირის დამატების თაობაზე.

"32 წლის ნახევარმცველისადმი ინტერესს რამდენიმე პოლონური გუნდიც იჩენს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, ფეხბურთელი გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში მიიღებს", - წერს Geo Team.

ცნობისთვის, ნიკა კვეკვესკირი დინამო თბილისში 3 წლის განმავლობაში, 2011-2014 წლებში თამაშობდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი