"ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი, რადგან.." - გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან კონფლიქტზე » სპორტის ხაზი

"ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი, რადგან.." - გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან კონფლიქტზე

"ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი, რადგან.." - გურამ თუშიშვილი ტედი რინერთან კონფლიქტზე
22-08-2024, 15:18
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა პარიზის ოლიმპიადაზე, ტედი რინერთან მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა.

"სპორტსმენი არცერთი სხვა სპორტსმენის თავმოყვარეობას არ უნდა შეეხოს - დამარცხებული ვიყავი და ტედიმ სიხარული დამამცირებელი ჟესტებით გამოხატა. შეეძლო უბრალოდ ამდგარიყო და თავის გულშემატკივრებთან გამოეხატა ბედნიერება, თუმცა, ცინიკურად მოიქცა.

ვერ მოვითმინე და ვიცი, რომ არ შეიძლებოდა რაც გავაკეთე, მაგრამ ახლაც ანალოგიურად მოვიქცეოდი. არანაირად არ ვახალისებ ჩემს საქციელს, სპორტსმენს ყოველთვის თავშეკავება მოეთხოვება
", - განაცხადა თუშიშვილმა.

ცნობისთვის, გურამი 1/4 ფინალურ შეხვედრაში ტედი რინერთან დამარცხდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი