სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მიუნხენის ბაიერნის კარის დარაჯმა, მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერას წერტილი ოფიციალურად დაუსვა.
ეს დღე ოდესღაც მოვიდოდა. ვინც მიცნობს, იცის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება იოლი არ ყოფილა. ფიზიკურად ცუდ ფორმაში არ ვარ და მუნდიალზე თამაში კარგი იქნებოდა, თუმცა, დამარწმუნეს, რომ ამ არჩევანის გაკეთება უფრო სწორი იქნებოდა.
მომავალში თავიდან ბოლომდე ბაიერნზე ვიქნები ორიენტირებული.
- თქვა ნოიერმა.
მანუელ ნოიერის ნაკრებიდან წასვლა იმას ნიშნავს, რომ ტერ შტეგენს ოცნება აუხდება და მუნდიალზე გერმანიის ნაკრების კარს თავად დაიცავს.