ხვიჩა კვარაცხელია თბილისში პირდაპირი რეისით მოფრინავს და შვილის დაბადებას დაესწრება - ინფორმაციას ამის თაობაზე ფეისბუქ გვერდი 90 წუთი ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ნაპოლიმ ფეხბურთელის პირადი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ამბავი გაითვალისწინა და შვებულება მისცა.
"25 აგვისტოს, ნაპოლი ბოლონიას მარადონაზე უმასპინძლებს. 2- დღის შემდეგ თბილისიდან ნეაპოლში დაბრუნებული კვარა სრულფასოვან ვარჯიშებს ჩაატარებს და სერია ა-ს მე-2 ტურისთვის სრულიად მზად იქნება", - წერს 90 წუთი.