საფეხბურთო სატრანსფერო სფეროში კარგად ცნობილი ფაბრიციო რომანო წერს, რომ ილქაი გიუნდოგანი შესაძლოა თავის ყოფილ კლუბს დაუბრუნდეს.
წყაროს ცნობით, "ბლაუგრანამ" ფეხბურთელს აცნობა, რომ გუნდში მისი ადგილი აღარ არის, შესაბამისად, ილქაის ახალი კლუბის მოძებნა მოუწევს.
როგორც ირკვევა, ახლა ყველაფერი თავად გიუნდოგანზეა დამოკიდებული, რომელსაც სხვა შეთავაზებებიც აქვს. “დეილი მეილის” ინფორმაციით, მისი გადაბირებით სერიოზულად დაინტერესებულია ჟოზე მოურინიოც, რომელიც სტამბოლის ფენერბაჰჩეს წვრთნის. გიუნდოგანის წაყვანაზე ფიქრობენ არაბული კლუბებიც.