ფაბრიციო რომანომ სულ ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ ილქაი გიუნდოგანი ბარსელონას დატოვებასთან და მანჩესტერ სიტიში დაბრუნებასთან საკმაოდ ახლოსაა.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერს მწვანე შუქი თავად პეპ გვარდიოლამაც აუნთო. როგორც ჩანს, ესპანელს გიუნდოგანთან მუშაობის სურვილი კვლავ გააჩნია.