საქართველოს ეროვნული ნაკრები სექტემბერში ერთა ლიგის მორიგ ციკლს გახსნის. ამჯერად ჩვენი ბიჭები ბევრად რთულ ლიგასა და შესაბამისად, ჯგუფში არიან.
ჩვენი მეტოქეები ერთა ლიგის B ლიგაში ჩეხეთი, უკრაინა და ალბანეთი იქნებიან, მაშინ როცა წინა ჯგუფში ბულგარეთი, ჩრდ.მაკედონია და გიბრალტარი გვყავდა.
აღსანიშნავია, რომ ახლანდელ ჯგუფთან დაკავშირებით მედიაში სუპერკომპიუტერის პროგნოზი გავრცელდა, რომელმაც ჯგუფის ფავორიტის სტატუსი ორ ნაკრებს, ჩეხეთსა და საქართველოს მიანიჭა.
ჯგუფის მოგების პროცენტული შანსები
საქართველო - 30%
ჩეხეთი - 30%
უკრაინა - 25%
ალბანეთი - 15%
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები თავის პირველ შეხვედრას 7 სექტემბერს საშინაო კედლებში გამართავს, მეტოქე კი ჩეხეთი იქნება.