ლონდონის ჩელსის ფოვარდი, რომელუ ლუკაკუ ნაპოლიში გადასვლასთან ახლოსაა - ინფორმაციას ამის თაობაზე ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, კლუბებს შორის მოლაპარაკებები უკვე გადამწყვეტ ფაზაზეა და მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.
როგორც ირკვევა, ჯერ ჩელსი ლუკაკუს გაყიდის და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე იმუშავებს.