ნაპოლის თავდამსხმელი, ვიქტორ ოსიმენი ფრანგულ პსჟ-ში გადასვლას დათანხმდა - ინფორმაციას ამის თაობაზე ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, ახლა ფეხბურთელი და პსჟ ერთმანეთში კონტრაქტის დეტალებს ათანხმებენ.
მიუხედავად ოსიმენთან შეთანხმებისა, ფრანგული კლუბი ნაპოლის საბოლოო სატრანსფერო თანხაზე ჯერ კიდევ ვერ შეუთანხმდა, თუმცა, არ არის გამორიცხული აურელიო დე ლაურენტისი დათმობაზე წავიდეს.
თუ ნიგერიელი ფორვარდი წავა, ნაპოლი მის შემცვლელად რომელუ ლუკაკუს დაიმატებს.