გუშინ, გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მეორე დივიზიონში მეცის მაისურით ჰეთ-თრიქი გაიფორმა და ცხადია, რომ ქართველ ფეხბურთელს შესაბამისი გამოხმაურებაც მოჰყვა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ლიგა 2-ის კვირის სიმბოლურ XI-ში ყველაზე მაღალი შეფასებით მოხვდა, ქართველმა ფეხბურთელმა 9.7 სარეიტინგო ქულა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 14 თამაში აქვს ჩატარებული, რომლიდანაც ქართველმა სპორტსმენმა მეტოქის კარი 7-ჯერ აიღო, რასაც 4 საგოლე გადაცემაც დაურთო. ამ სტატისტიკით, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავის მე-3 პოზიციას იკავებს.