კიმმა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა - რა დაწერა აზიელმა მცველმა? » სპორტის ხაზი

კიმმა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა - რა დაწერა აზიელმა მცველმა?

კიმმა თანაგუნდელებსა და გულშემატკივრებს მოუბოდიშა - რა დაწერა აზიელმა მცველმა?
13-11-2022, 14:15
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, სტადიო დიეგო მარადონაზე გამართული შეხვედრა, რომელიც ნაპოლისა და უდინეზეს შორის შედგა მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 3:2. მიუხედავად ამისა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეაპოლური გუნდის სამხრეთ კორეელ ცენტრალურ მცველს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეხვედრა ჰქონდა, რაც ლუჩანო სპალეტიმ თავისი სიტყვებითაც დაადასტურა: "კიმმა ყველაზე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა დავრწმუნდით, რომ ისიც ადამიანია" - თქვა სპალეტიმ.

როგორც იცით, მატჩის მიწურულს კიმმა ბურთი უდროო დროს დაკარგა და მის შეცდომას რამდენიმე წამში ნაპოლის კარში გატანილი გოლიც მოჰყვა, რის გამოც აზიელმა მცველმა Instagram-ის საშუალებით გულშემატკივრებსა და თანაგუნდელებს მოუბოდიშა: "მინდა პატიება გთხოვოთ გუშინდელი ჩემი შეცდომის გამო. საბოლოოდ, შეცდომები გვაძლიერებს და მომდევნო თამაშებში გუნდს უკეთესად დავეხმარები" - დაწერა კიმმა, რასაც ნაპოლის კაპიტანმა ჯოვანი დი ლორენცომ უპასუხა: "საუკეთესო ხარ, მეგობარო".

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი