სულ რამდენიმე წამის წინ დასრულდა ვერონასა და ნაპოლის პირველი ნახევარი, რომელშიც მაყურებელს გოლი ჯერ არ უხილავს.
ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა ტაიმის მიწურულს ვერონას ფეხბურთელთა უწყვეტი უხეშობის გამო კონტეს ქართველის შეცვლა მოუხდა.
ტაიმის ბოლოსკენ კვარას მორიგი ტრავმა მიაყენეს სახის არეში (განზრახ, თანაც ორჯერ ტაიმის განმავლობაში), რის გამოც კონტემ კვარაცხელია ექიმების დახმარების ხარჯზე შეცვალა.
ცნობისთვის, Flashcore-ზე ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ჩატარებული პირველი ნახევარი 6.9 სარეიტინგო ქულით შეაფასეს, ხოლო ის, თუ რამდენი ხანი გაუცდება ქართველს, უახლოეს საათებში გვეცოდინება.