"გუნდი თითქმის ნულზეა" - კონტემ ნაპოლიში ფარ-ხმალი უკვე დაყარა? » სპორტის ხაზი

"გუნდი თითქმის ნულზეა" - კონტემ ნაპოლიში ფარ-ხმალი უკვე დაყარა?

"გუნდი თითქმის ნულზეა" - კონტემ ნაპოლიში ფარ-ხმალი უკვე დაყარა?
18-08-2024, 19:02
Aa Aa
გაზიარება:

ანტონიო კონტეს ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს დღეს დაიწყებს, მეტოქე კი ვერონა იქნება. აღნიშნული მატჩი 20:30-ზე დაიწყება.

მატჩამდე ნაპოლის დამრიგებელმა პრესკონფერენცია გამართა, რომელმაც გუნდში ჩასატარებელ წმენდასა და ცვლილებებზე ღია კომენტარი გააკეთა.

ბიჭებთან ერთად ბევრს ვმუშაობთ, რაც ენთუზიაზმს გვაძლევს, თუმცა მეტს ვერაფერს ვიტყვი. ახლა კრიტიკული მომენტი გვიდგას და გულშემატკივრებმა ეს უნდა გაიგონ. პრეზიდენტმა თქვა, რომ 10-12 ახალი ფეხბურთელის დამატება დაგვჭირდება, რასაც თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. ახლა ჩვენ მოთმინება გვჭირდება.

მოდის რთული პერიოდი და რთული წელი, რისთვისაც უნდა მოვემზადოთ. სიმართლე გითხრათ, აქ უკეთესი მოლოდინებით მოვედი. მთლად მძიმე ყოფაში არ ვართ, მაგრამ ნულოვან წერტილთან ძალიან ახლოს ვართ.

- თქვა კონტემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი