როგორც ფაბრიციო რომანომ დაწერა, აურელიო დე ლაურენტისმა ბენფიკადან ბრაზილიელი განაპირა შემტევი, დავიდ ნერეში დაიმატა.
იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ნაპოლის სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
ნერეში ბენფიკაში 2022 წლიდან თამაშობს, იქამდე კი ბრაზილიელ შემტევს კარიერის უდიდესი ნაწილი ამსტერდამის აიქსში აქვს გატარებული.
დავიდ ნერეში 27 წლის გახლავთ და ის შეტევის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს. შესაბამისად, ახალი სეზონიდან ნაპოლის ფლანგებზე კვარაცხელია და ნერეში იქნებიან.