"მამაჩემი ამას ბავშვობიდანვე მეუბნებოდა" - გენო პეტრიაშვილის ემოციური სიტყვები » სპორტის ხაზი

"მამაჩემი ამას ბავშვობიდანვე მეუბნებოდა" - გენო პეტრიაშვილის ემოციური სიტყვები

"მამაჩემი ამას ბავშვობიდანვე მეუბნებოდა" - გენო პეტრიაშვილის ემოციური სიტყვები
18-08-2024, 18:35
Aa Aa
გაზიარება:

პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლის შემდეგ, ქართველი მოჭიდავე, გენო პეტრიაშვილი "ქრონიკას" ეწვია და ემოციური კომენტარი გააკეთა.

მამაჩემი ბავშვობიდან მოყოლებული მეუბნებოდა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი უნდა გავმხდარიყავი. მსოფლიოს ჩემპიონობა ყოველთვის გმირობა მეგონა და ასეც არის. ეს მართლაც ძალიან დიდი მოვლენაა.

ცოტა რთული იყო 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ფინალში განცდილი მარცხის უკან მოტოვება, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ შევძელით და ამ ოლიმპიადაზე ნანატრი ოქრო ავიღეთ.

უკანასკნელი ფინალისა და გამარჯვების შემდეგ, ძველი წაგება და ის უარყოფითი ემოციები საერთოდ აღარც კი მახსოვს.

- თქვა გენო პეტრიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიადაზე 30 წლის გორელ მოჭიდავეს უკვე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი