საყვარელი მეტოქეა - რას უნდა ველოდოთ ხვიჩასგან დღეს ვერონას წინააღმდეგ » სპორტის ხაზი

საყვარელი მეტოქეა - რას უნდა ველოდოთ ხვიჩასგან დღეს ვერონას წინააღმდეგ

საყვარელი მეტოქეა - რას უნდა ველოდოთ ხვიჩასგან დღეს ვერონას წინააღმდეგ
18-08-2024, 18:18
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ჩვენი დროით 20:30-ზე ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლი იტალიის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას ჩაატარებს, მეტოქე კი ვერონა იქნება.

შეხვედრის ფავორიტებად ექსპერტებს ანტონიო კონტეს გუნდი ჰყავთ მოაზრებული, თუმცა ვერონას ბოლო წლებში იტალიის არაერთი გრანდი გაუმწარებია. ამდენად, ნაპოლის იოლი გასეირნება სულაც არ ელის.

ცხადია, ძირითად შემადგენლობაში ველით ხვიჩა კვარაცხელიას. აი, რა პოზიციაზე ითამაშებს ქართველი, ეს ჯერჯერობით არ ვიცით. ხვიჩა ან ფლანგზე იდგება, ან ზუსტად ისე, როგორც საქართველოს ნაკრებშია, - ცენტრში, ფორვარდთან ერთად.

ქართველ ფეხბურთელს ვერონასთან აქამდე 4 შეხვედრა აქვს გამართული და შეიძლება ითქვას, რომ ვერონა ხვიჩას ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი გუნდია. კვარაცხელიას ამ გუნდის წინააღმდეგ ჯამში 4 გოლი და 1 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.

ამდენად, ხვიჩა ვერონას წინააღმდეგ იმაზე მეტ საგოლე მოქმედებაშია ჩართული, ვიდრე შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ კვარას გატანის შანსი დღესაც უხვად ექნება!

საინტერესო ფაქტი

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით სერია A-ში თავის სადებიუტო გოლი სწორედ ვერონას გაუტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი