ნაპოლის მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - კონტეს კომენტარი ოსიმენის და ლუკაკუს თაობაზე » სპორტის ხაზი

ნაპოლის მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - კონტეს კომენტარი ოსიმენის და ლუკაკუს თაობაზე

ნაპოლის მწვრთნელი სიჩუმეს არღვევს - კონტეს კომენტარი ოსიმენის და ლუკაკუს თაობაზე
18-08-2024, 11:16
Aa Aa
გაზიარება:

უკვე დიდი ხანია მედიაში იწერება ოსიმენის "ნაპოლიდან" წასვლის შესახებ, ხოლო ნიგერიელის შემცვლელად, ლუკაკუს ტრანსფერზე.

ამასთან დაკავშირებით შეკითხვა ნეაპოლელთა თავკაცს, ანტონიო კონტეს, დაუსვეს.

"ლუკაკუ? მე არ ვსაუბრობ იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც ნაპოლის წევრები არ არიან. რაც შეეხება ოსიმენის სიტუაციას, ამაში არ ვერევი, რადგან 100 პროცენტით ყველაფერი უშუალოდ კლუბისა და მოთამაშის ხელშია.

ეს ყველაფერი მანამდე დაიწყო, სანამ მე აქ სამუშაოდ მოვიდოდი. შესაბამისად, ველოდები სიტუაციის განვითარებას. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დაახლოებით 3 კვირა დარჩა. ვნახოთ, რა მოხდება."
- თქვა კონტემ.

"ნაპოლი" პირველი ტურის შეხვედრას 18 აგვისტოს, გასვლაზე, "ვერონას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი