"ელმასმა თავი კვარაცხელიასავით შეინიღბა, ოსიმენი კი.." - La Gazzetta dello Sport » სპორტის ხაზი

"ელმასმა თავი კვარაცხელიასავით შეინიღბა, ოსიმენი კი.." - La Gazzetta dello Sport

"ელმასმა თავი კვარაცხელიასავით შეინიღბა, ოსიმენი კი.." - La Gazzetta dello Sport
12-11-2022, 22:50
Aa Aa
გაზიარება:

უკვე აღარავის გვიკვირს ის საოცარი სერია, რომელიც ლუჩანო სპალეტის ნაპოლის იტალიის ჩემპიონატში გააჩნია. პარტენოპეიმ სერია A-ს საწყისი 15 შეხვედრიდან 13 მოიგო, რომლითაც იუვენტუსის რეკორდიც გაიმეორა.

აი, როგორ გამოეხმაურა ცნობილი იტალიური გაზეთი La Gazzetta dello Sport ნაპოლის ფეხბურთელების წარმატებულ თამაშს: "ელიფ ელმასმა კვარაცხელიას ნიღაბი მოირგო და ისე ითამაშა, ოსიმენი კი სუპერ ფეხბურთელია. ახლა ნაპოლი სხვებს უცდის.." - წერს ცნობილი გამოშვება.

ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი თავად ჩრდილოეთ მაკედონიელმა ფეხბურთელმაც გააკეთა: "არ მსურს კვარაცხელიას შევედარო, თუმცა მინდა, რომ მასზე უკეთესი ვიყო. ეს ჩვეულებრივი ჯანსაღი კონკურენციის პროცესია, რაც ნაპოლის უფრო ძლიერს ხდის. ჩვენ როგორც გუნდისთვის, ისე გულშემატკივრებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ." - ელიფ ელმასი.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის ჩემპიონატს 41 ქულით ლიდერობს და გუნდი მომდევნო შეხვედრას 2023 წლის 4 იანვარს ინტერის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი