საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ბუდუ ზივზივაძე Geo Team-ის იუთუბ გადაცემის სტუმარი იყო, სადაც, არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და გულშემატკივრების კითხვებას უპასუხა.
კითხვაზე: "ბავშვობაში მშობლები ყველაზე ხშირად შენიშვნას რაზე გაძლევდნენ?" - ქართველი თავდამსხმელი პასუხობს:
"ორი რამ იყო, რაზეც შენიშვნას მაძლევდნენ ხოლმე - სათამშოებს ვაფუჭებდი, შიგნით რა იყო მაინტერესებდა, ვხსნიდი და ვეღარ ვაწყობდი, ერთი ეს იყო და მეორე ჭამასთან დაკავშირებით, რომ კარგად მეჭამა. ბავშობაში ჭამა არ მიყვარდა, ახლა მაგრად მიყვარს, მაგრამ პატარაობაში არა."