ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "გიორგის ტრანსფერი ფანტასტიკური იქნება" » სპორტის ხაზი

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "გიორგის ტრანსფერი ფანტასტიკური იქნება"

ლივერპულის ყოფილი ფეხბურთელი: "გიორგის ტრანსფერი ფანტასტიკური იქნება"
15-08-2024, 18:07
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი მამარდაშვილის ლივერპულში მოახლოებული ტრანსფერის შესახებ კომენტარი ამავე გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა, დენი მერფიმ გააკეთა.

როგორც მერფი ამბობს, ლივერპულისთვის ქართველი მეკარის დამატება ფანტასტიკური ამბავი იქნება, რადგან მამარდაშვილი საკმაოდ ახალგაზრდა და მრავალფეროვანი კარის დარაჯია.

გიორგი მამარდაშვილის თამაში ორჯერ მაქვს ნანახი. ერთხელ მისი მატჩი ჩეხეთის წინააღმდეგ ვიხილე და შემიძლია ვთქვა, რომ იქ გიორგი აბსოლუტურად გამაოგნებელი იყო.

ის სიმაღლეში 2 მეტრია, მოქნილია და დიდი თავდაჯერებითაც გამოირჩევა. ამდენად, მისი ტრანსფერი ლივერპულისთვის ძალიან კარგი სიახლე იქნება.

- თქვა დენი მერფიმ.



კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი