შვეიცარიის ეროვნული ნაკრებისა და ამერიკული "ჩიკაგო ფაიერსის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთლმა, ხერდან შაქირიმ, ორმხრივი შეთანხმების შედეგად, კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტია.
შაქირის ანგარიშზე MLS-ში ჩატარებულ 12 შეხვედრაში, 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.
შვეიცარიელს აქამდე ბაზელში, ბაიერნში, ინტერში, სტოკში, ლივერპულში, და ლიონში უთამაშია.