სოციალურ ქსელში მოულოდნელი და სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება, რაც გიორგი ქოჩორაშვილს კიდევ უფრო შეგაყვარებთ.
გიორგი ქოჩორაშვილის ინიციატივით 19 და 20 აგვისტოს ლევანტე თბილისში 2006-2011 წელს დაბადებულ ბავშვებში საწვრთნელ ბანაკს მოაწყობს.
10 ბავშვი, რომელსაც ლევანტე აარჩევს, წაიყვანს ესპანეთში და 2 კვირის განმავლობაში ისინი ვალენსიური კლუბის საწვრთნელ პროცესში მიიღებენ მონაწილეობას, აკადემიაში იცხოვრებენ და პროფესიონალად ჩამოყალიბების გზაზე დიდ გამოცდილებას მიიღებენ.
ვარჯიშები დიდ დიღომში, სფფ-ს საფეხბურთო ცენტრში გაიმართება.
- წერია ქართულ მედიაში.