იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზე გააკეთა.
ამჟამად ჰაიდუკ სპლიტის მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა კვარაცხელია თვით ისეთ ლეგენდას შეადარა, როგორიც ჯორჯ ბესტი გახლდათ.
ხვიჩა კვარაცხელია ჩემთვის ყველაზე მეტად ჯორჯ ბესტს ჰგავს, რასაც თავისი ახსნა აქვს. ვფიქრობ, ქართველი ბესტს იმით ჰგავს, რომ ზუსტად ისევე შეუძლია ფინტების მსუბუქად და ნაზად შესრულება, როგორც ამას ბესტი აკეთებდა.
- თქვა გატუზომ.
ცნობისთვის, გატუზო ერთადერთი იტალიელი არაა, რომელსაც კვარა ასე ჰყავს შექებული. მაგალითად, ჯიჯი ბუფონმა რამდენიმე თვის წინ საჯაროდ თქვა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგებაც კი შეუძლია!