ნაპოლი საკმაოდ ახლოსაა იმასთან, რომ გუნდში შოტლანდიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, ბილი გილმორი დაიმატოს.
გილმორი 23 წლის მოთამაშე გახლავთ. ახლა ის ბრაიტონის ღირსებას იცავს, სადაც ბრიტანელი ფეხბურთელი ჩელსიდან 8 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.
იტალიურ მედიაში წერენ, რომ ნაპოლი გილმორის სანაცვლოდ ბრაიტონს 12 მილიონ ევროს გადაუხდის, რასაც 3 მილიონი საბონუსედ დაემატება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ ბილი გილმორმა გასული სეზონის პრემიერ ლიგაში ბრაიტონთან ერთად 30 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.