La Gazzetta dello Sport-მა ანტონიო კონტესა და ნაპოლის შესახებ დაწერა. იტალიური გაზეთი გვამცნობს იმ ფეხბურთელის სახელს, რომელიც ახალი ფორმაციის ნაპოლიში ჯარიმებსა და პენალტებს შეასრულებს.
როგორც ვკითხულობთ, ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია არ აირჩია. იტალიელი სპეციალისტისთვის პირველი არჩევანი მატეო პოლიტანოა.
გამოცემა წერს, რომ პოლიტანო პენალტებსაც და ჯარიმებსაც საკუთარ თავზე აიღებს მიუხედავად იმისა, რომ კვარამ გასული სეზონის იტალიის ჩემპიონატი სწორედ ულამაზესი საჯარიმო გოლით დახურა.
პოლიტანოს შემდეგ მეორე და მესამე არჩევანი კვარაცხელია და მარიო რუი იქნებიან. ამდენად, თუ პოლიტანო მინდორზე იქნება, სტანდარტულებს 99%-ით სწორედ ის აიღებს თავის თავზე.