ბოსნიის ჩემპიონატის მეორე ტურში გიორგი გულიაშვილის "სარაევო" გასვლაზე "სლოგას" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.
"სარაევოს" სასტარტო თერთმეტეულში იყო გულიაშვილი, პირველივე ტაიმში, 31-ე და 33-ე წუთებზე დუბლიც შეასრულა და გამარჯვებაში "ლომის წილი" დაიდო.
ცნობისთვის, გულიაშვილი 3 გოლით ბომბარდირებში პირველ ადგილზეა.