ქართულ სპორტულ მედიაში ძალიან სასიამოვნო და კარგი ამბავი ვრცელდება.
როგორც "90 წუთი" წერს, ეროვნული ნაკრებისა და "კარლსრუეს" თავდამსხმელმა დიდებული ინიციატივა გამოიჩინა და ქართველ ფეხბურთელს დაეხმარა:
"კარლსრუეში, ბუდუს ინიციატივითა და გარკვეული ფინანსური დახმარებით, კემპზე 13 წლის პატარა ფეხბურთელი, საბა ასანიძე იყო მიწვეული
რუსთაველმა ფეხბურთელმა მოწონება დაიმსახურა და 80 ბავშვიდან 3 რჩეულს შორის მოხვდა.
ამჟამად, საბა და მისი ოჯახი გერმანიაში იმყოფებიან, მიდის მოლაპარაკებები , რათა შემტევმა კარიერა კარლსრუე U13-ში გააგრძელოს და საფეხბურთო უნარები მეტად დახვეწოს."
- ვკითხულობთ გამოქვეყნებულ სიახლეში.