ლივერპული მამარდაშვილის აგენტს შეხვდა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის მომავალზე » სპორტის ხაზი

ლივერპული მამარდაშვილის აგენტს შეხვდა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის მომავალზე

ლივერპული მამარდაშვილის აგენტს შეხვდა - ფაბრიციო რომანო ქართველი მეკარის მომავალზე
12-08-2024, 11:53
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, ლივერპულმა და ვალენსიამ გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე გამართეს.

წყაროს მტკიცებით, ესპანურმა გუნდმა ლივერპულს საკუთარი პირობები გააცნო, თავის მხრივ კი ინგლისური გრანდის წარმომადგენლები მამარდაშვილის აგენტებსაც შეხვდნენ.

"შესაძლებელია, რომ ეს გარიგება ნამდვილად წარმატებით დაიხუროს, მაგრამ ახლა ლივერპული ზუბიმენდის ტრანსფერის დახურვაზე მუშაობს", - წერს ფაბრიციო რომანო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები წარმატებული თამაშის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილის დამატებით არაერთი ევროპული გრანდი დაინტერესდა, მათგან კი ყველაზე აქტიური ლივერპული იყო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი